სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით დაკავებულმა ერთ-ერთმა ყოფილმა პოლიციელმა, დაკითხვისას მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობინმა განუცხადა, დაკავებულმა პ.ქ-მ დაკითხვის დროს მაგიდიდან საკანცელარიო ნივთი აიღო და მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გიორგობიანის განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული.