სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს

სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს

სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. როგორც დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან ერთი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, ორი კი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. 

მინისტრის ცნობით, დაკავებულებს შორის ასევე არის პირი, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა.

"ჩვენ პასუხი გავეცით იმ ყველა უსუსურ ბრალდებას, რომლის თანახმად ეს იარაღი თითქოს ჩვენ ან თავდაცის სამინისტროს გვეკუთვნოდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ თემაზე შსს დეტალურ ცნობებს დღის განმავლობაში გაავრცელებს.