საია - საჯარო დაწესებულებათა უმრავლესობაში არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რომელიც პრემიების გაცემის წესს განსაზღვრავს

საია - საჯარო დაწესებულებათა უმრავლესობაში არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რომელიც პრემიების გაცემის წესს განსაზღვრავს

საჯარო დაწესებულებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რომელიც პრემიების გაცემის წესს განსაზღვრავს , - ასეთია "ახალაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი, რომლის პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს გაიმართა. 

როგორც ჟურნალისტებს კვლევის ავტორმა გიორგი ნარმანიამ განუცხადა, აღნიშნულის კონტექსტში საიას რეკომენდაციები გააჩნია.

"კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა, თუ როგორ ხდება საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემა, არსებობს თუ არ აღნიშნულის მარეგულირებელი რაიმე წესი – სამართლებრივი აქტი. აღმოჩნდა, რომ საჯარო დაწესებულებთა აბსოლუტურ უმრავლესობაში არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც პრემიის გაცემის წესს განსაზღვრავს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამგვარი სამართლებრივი აქტი ან საკანონდებლო, ან კანონქვემდებარე აქტების დონეზე შემუშავდეს და გაიწეროს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის დარეგულირება. გარდა ამისა, კვლევაში შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილებაც იმისთვის, რომ ხელისუფლებისთვის შეგვეთავაზებინა საუკეთესო პრაქტიკა და ის რეკომენდაციები, რომელიც სხვა ქვეყნებში უკვე დანერგილია", – განაცხდა გიორგი ნარმანიამ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად საიამ გამოავლინა შემდეგი ტიპის პრობლემური საკითხებიც: პრემიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას არ ახლავს დასაბუთება, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რა კონკრეტული მიღწევის დამსახურების გამო იღებს ესა თუ ის საჯარო მოხელე პრემიას.

საიას შეფასებით, გაცემული პრემიების მოცულობა წარმოადგენს საჯარო მოხელეთა შრომითი გასამრჯელოს არსებით ნაწილს და მნიშვნელოვნად აღემატება მსოფლიოს ქვეყნებში არსებულ საშუალო მაჩვენებელს.