ადვოკატი ირმა ჭკადუა შს მინისტრს და პროკურატურას მიმართავს

ადვოკატი ირმა ჭკადუა შს მინისტრს და პროკურატურას მიმართავს

ადვოკატი ირმა ჭკადუა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების წარდგენისთვის პასუხისგებაში მიცემული ოთხი პირისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აპირებს ევროსასამართლოს მიმართოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ირმა ჭკადუამ განუცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის პირები, რომლებიც წარადგენენ ფარულ ჩანაწერებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავს, ხომ არ გვექნება საქმე შერჩევით სამართალთან თუ პასუხისმგებლობიდან არგათავისუფლდებიან ის ოთხი პირი, რომელთა წარდგენილ მასალებზეც გამოძიება მიმდინარეობს.

ირმა ჭკადუას განცხადებით, ეს პირები არიან: მერაბ მეტრეველი, ალექსანდრე კუჭუაშვილი, თორნიკე გუნავა და გაგა ბეღელაძე, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების წარდგენისთვის არიან პასუხისგებაში მიცემული.

ჭკადუას განმარტებით, თუ სისხლის სამართლებრივი პასუხისგების მოხსნა ამ პირებზეც არ გავრცელდება, იგი ევროპის სასამართლოს მიმართავს. ჭკადუა ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას იუსტიციის მინისტრისგან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარისგანაც ითხოვს.