17 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აჭარას ესტუმრება

17 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აჭარას ესტუმრება

17 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II აჭარას ესტუმრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, კათოლიკოს-პატრიარქი 17 ივნისს ხულოში ჩაბრძანდება, სადაც დიდი ნათლობა გაიმართება.

პატრიარქი ნათლობას აკურთხებს.

18 ივნისს უწმინდესი ხიჭაურში არსებულ წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვევა და სასწავლებლის სტუდენტებსა და მასწავლებლებს დალოცავს.

19 ივნისს კათოლიკოს-პატრიარქი ბათუმში ჩაბრძანდება, სადაც ასევე დიდი ნათლობა გაიმართება.

უწმინდესის აჭარაში სტუმრობის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.