მიკაელ კადიევსა და რიზვან ომაროვს აღკვეთის ღონისძიების სახით 50-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

მიკაელ კადიევსა და რიზვან ომაროვს აღკვეთის ღონისძიების სახით 50-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიკაელ კადიევსა და რიზვან ომაროვს აღკვეთის ღონისძიების სახით 50-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ მათ ბრალი არა ტერაქტის მცდელობისთვის, არამედ იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვის გამო წაუყენა.

როგორც "პირჭელს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, დაცვის მხარე, სახაზინო ადვოკატი ირმა ინასარიძე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახის გამოყენებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა თბილისში მიმდინარე წლის 13 ივნისს აღკვეთეს. დაკავებულნი არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ძლიერ მოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, პლასტიდი და ელექტრო დეტონატორები, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.