"ამჯერად რუსეთმა უნდა აიღოს ცალმხრივად ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, "ამჯერად რუსეთმა უნდა აიღოს ცალმხრივად ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ".

ასე გამოეხმაურა ზალკალიანი რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებას, რომლის თანახმადაც, "აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების გარეშე, რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობის მიღწევა და დევნილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია".

"ძალის გამოუყენობლობის შესახებ ვალდებულება საქართველოს 2010 წელს ცალმხრივად აქვს აღებული, რაც ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც არის გამყარებული. ახალა რუსეთმა უნდა აიღოს ცალმხრივად ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამის შესახებ საუბარი ჟენევის ფორმატში გრძელდება", - განაცხადა ზალკალიანმა.