საუთარი ინიციატივით ორი წელი და რვა თვე სააკაშვილის მინისტრებს ხელფასებს ვუხდიდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში , დევნილებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
საპროტესტო აქციის მონაწილე დევნილების შეკითხვაზე - თუ რატომ იორმაგებენ პარლამენტარები ხელფასებს მაშინ, როცა მათი პრობლემა მოსაგვარებელია, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ "ხელფასები რომ არ ჰქონდეთ პარლამენტარებს, ისევ კორუფცია იქნება".
"100 ლარი იყო პარლამენტარის და მინისტრის ხელფასი როდესაც სააკაშვილის ელისუფლება მოვიდა. არავის გაუგია, ჩემი ინიციატივა იყო, ორი წელი და რვა თვე მე ვუხდიდი ხელფასებს, იმიტომ, რომ მინისტრს 100 ლარი თუ ექნება, იმას კორუფციისგან ვერ დაიჭერ ვერაფრით", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერი დევნილებს დახმარებას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ საკითხის შესასწავლად მომდევნო კვირის განმავლობაში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე ბათუმს ეწვევა.