ფრაქცია

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთმა დეპუტატმა - კახა გურულმა დატოვა. აღნიშნული ფრაქციის დატოვების შესახებ კახა გურულმა საკრებულოში განცხადება ორი დღის წინ შეიტანა. გურულის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა დაუდასტურა.

როგორც შიხიაშვილმა განაცხადა, კახა გურული საკრებულოში სამგორის რაიონიდან დამოუკიდებელ დეპუტატად აპირებს ყოფნას.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" 24 დეპუტატი ყავს და უმრავლესობას ინარჩუნებს. ოპოზიციაში კი 23 დეპუტატია, მათ შორის ორი - დამოუკიდებელი, ოთხს კი ფრაქცია აქვს შექმნილი. საკრებულოში დღეისთვის სულ ექვსი ფრაქციაა.