ხუხაშვილი უსუფაშვილის და 11 პარლამენტარის ქმედებას აფასებს - „ვიღაცეებმა წინააღმდეგი მისცეს ამ კანონს“

ხუხაშვილი უსუფაშვილის და 11 პარლამენტარის ქმედებას აფასებს - „ვიღაცეებმა წინააღმდეგი მისცეს ამ კანონს“

„ ეს არის წარმოუდგენელი“ - ასეთ შეფასებას აკეთებს პრემიერის მრჩეველი პარლამენტის თავმჯდომარის, ძმები ბერძენიშვილების და კოალიციის საპარალენტო უმრავლეოსბის კიდევ 9 წევრის მეირ განათლების შესახებ კანონპოექტის მხარდაჭერის უარზე. გია ხუხაშვილის განცხადებით მათ მხარი დაუჭირეს იმას რომ თევზაძე და კვიტაშვილი კიდევ იყვნენ უნივერსიტეტის რექტორები.

„ეს არის წარმოუდგენელი, ამას ეწინააღმდგება თუ სხვა მიზეზი აქვს, მე ვერ გავიგე სიმართლე გითხრათ, მაგრამ ვიღაცეებმა წინააღმდეგი მისცეს ამ კანონს... ფაქტობრივად მათ მისცეს ხმა, რომ გიგი თევზაძე, იგივე აწ უკვე გადამდგარი კვიტაშვილი კიდევ იყვნენ უნივერსიტეტის რექტორები“ - აცხადებს აქ და ახლასთან საუბარში პრემიერის მრჩეველი ხუხაშვილი. შეგახსენებთ, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც პრემიერს შესაძლებლობა ეძლევა უმაღლესის სასწავლებლის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი განათლების მინიტრს წარდგინებით დანიშნოს პარლამენტის თავჯდომარემ და უმრავლეობის კიდვე 11 წევრმა - ელისო ჩაფიძემ, ლევან ბერძენიშვილმა, დავით ბერძენიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ, გედი ფოფხაძემ, დავით ონოფრიშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ვიქტორ დოლიძემ ნინო გოგუაძემ, ანი მიროტაძემ და თამარ კორძაიამ - ხმა არ მისცეს.