ადვოკატი კახა სოფრომაძე კუდის მთავარი სამმართველოს უფროსთან თანამშრომლობდა

ადვოკატი კახა სოფრომაძე კუდის მთავარი სამმართველოს უფროსთან თანამშრომლობდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი, ადვოკატი კახა სოფრომაძე კუდის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსთან, გიორგი ყავლაშვილთან თანამშრომლობდა.

ამის შესახებ “პრაიმერს” სარწმუნო წყარომ აცნობა. სოფრომაძე წინასაარჩევნო პერიოდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, შემდგომში შსს მინისტრის ყოფილ მოადგილესთან გელა ხვედელიძესთან კოალიციის შტაბში მუშაობდა.

მოგვიანებით, ხვედელიძე უფლებადამცველ გიორგი ფარესაშვილთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერების გავრცელებისთვის სკანდალში გაეხვა. შს მინისტრმა ის პოსტიდან გაათავისუფლა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, მაშინ სოფრომაძემ ხვედელიძის დაცვა საკუთარ თავზე აიღო.

საპარლამენტო უმცირესობა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კანდიდატები პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან.

გუშინდელ კენჭისყრაზე, უმცირესობის მხრიდან, მათთვის მიუღბელ კანდიდატთა რიცხვში სოფრომაძის გვარიც იყო გაჟღერებული, თუმცა დიდი ალბათობით, სოფრომაძეს სხვადასხვა „დამსახურებების“ გამო, საქართველოს პარლამენტი მაინც აირჩევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.