ყველა დაღუპული გმირის ოჯახი 15 000 ლარის ნაცვლად, 100 000 ლარის ოდენობის ერთჯერად დახმარებას მიიღებს

ყველა დაღუპული გმირის ოჯახი 15 000 ლარის ნაცვლად, 100 000 ლარის ოდენობის ერთჯერად დახმარებას მიიღებს

ყველა დაღუპული გმირის ოჯახი ერთჯერად დახმარებას 15 000 ლარის ნაცვლად, 100 000 ლარს მიიღებს.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული.

"ჯარისკაცი თავისი სიცოცხლის ფასად იცავს სამშობლოს, სამშობლომ უნდა დაიცვას მისი ოჯახი. სახელმწიფოს ღირსების საქმეა, ღირსეულად დააფასოს ყველა ის გმირი, ჩვენი შვილები თუ მამები, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავი გასწირა. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, როდესაც ჩვენი შვიდი გმირი მივაბარეთ მიწას, მე გაგაცნოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ჩვენი გმირი ბიჭების ოჯახების მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ერთიანობისთვის ბრძოლაში ყველა დაღუპული გმირის ოჯახი, დაწყებული აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებიდან, მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის ჩათვლით, ყოველთვიურად 1000 ლარს მიიღებენ. ეს ცვლილება განხორციელდება ორ ეტაპად, დაიწყება 2014 წელს და 2015 წელს დასრულდება. ასევე, ცვლილება შედის "სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ" კანონში, რომლის მიხედვითაც, ყველა დაღუპული გმირის ოჯახი ერთჯერად დახმარებას 15 000 ლარის ნაცვლად, 100 000 ლარს მიიღებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების დევიზია: სამშობლო, ღირსება ერთგულება. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად დაფასდნენ ის გმირები, ვინც ჩვენს სამშობლოს ბოლომდე უერთგულა", - ნათქვამია ალასანიას მიმართვაში