გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს რეზოლუციას დევნილების შესახებ 63-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს რეზოლუციას დევნილების შესახებ 63-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს რეზოლუციას დევნილების შესახებ 63-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.

ინფორმაციას ამის შესახებ გაერო-სთან საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი კახა ლომაია ავრცელებს.

"რამდენიმე წუთის წინ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დევნილთა დაბრუნების მხარდასაჭერად. 63 - მომხრე, 16 - წინააღმდეგ. ვულოცავ საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას, ეს დიპლომატიური გამარჯვება უპირველეს ყოვლისა, მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგია", - აცხადებს ლომაია.

შეგახსენებთ, რომ რეზოლუციას "აფხაზეთიდან/საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი/საქართველო დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ" გასულ წელს 60 მომხრე და 15 მოწინააღმდეგე ჰყავდა.