ვახტანგ ბალავაძე არჩევნების დღეს ერთ-ერთ უბანზე მომხდარი ინციდენტის შესახებ დაკითხეს

ვახტანგ ბალავაძე არჩევნების დღეს ერთ-ერთ უბანზე მომხდარი ინციდენტის შესახებ დაკითხეს

იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე არჩევნების დღეს ერთ-ერთ უბანზე მომხდარი ინციდენტის შესახებ დაკითხეს.

ამის შესახებ ბალავაძემ ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ გორის პროკურატურასთან განუცხადა.

"საკითხი ეხებოდა არჩევნების დღეს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ გარკვეულ ინციდენტს. მე ვიყავი დაბარებული მოწმის სტატუსით და მათ ჰქონდათ კითხვები, მქონდა თუ არა მე დამატებითი ინფორმაცია იქ მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით. ვუთხარი, რომ ამ ჩხუბს პირადად მე არ შევსწრებივარ", - განაცხადა ბალავაძემ.

გუბერნატორი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ თემაზე პროკურატურას მასთან კითხვები აღარ ექნება.