პედაგოგთა ანაზღაურებადი შვებულება 40 სამუშაო დღით განისაზღვრა

პედაგოგთა ანაზღაურებადი შვებულება 40 სამუშაო დღით განისაზღვრა

პედაგოგთა ანაზღაურებადი შვებულება არანაკლებ ორი თვის (40 სამუშაო დღე) ვადით განისაზღვრა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილებით, ცვლილება შედის "საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების შესახებ“ ბრძანებაში, რითაც პედაგოგთა ანაზღაურებადი შვებულება არანაკლებ ორი თვის (40 სამუშაო დღე) ვადით განისაზღვრა და პედაგოგები შესაბამის ანაზღაურებას შვებულებაში გასვლის წინ მიიღებენ.

სამინისტროსვე ინფორმაციით, ცალკეულ შემთხვევებში (მაგალითად, ექსტერნის გამოცდები, საშემოდგომო გამოცდები და ა.შ.) განსხვავებული საშვებულებო ვადა მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით დადგინდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლიდან, მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურებადი შვებულებით ივლისის დასაწყისიდან ისარგებლონ და სკოლაში არაუგვიანეს ორი სექტემბრისთვის გამოცხადდნენ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, მასწავლებლებს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღის ვადით ეძლეოდათ.