თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი "ნაციონალურ მოძრაობას" დასერიოზულებისკენ მოუწოდებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ნაციონალურ მოძრაობას" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის არჩევაზე დასერიოზულებისკენ მოუწოდებს. 

როგორც წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი ოპოზიციის მხრიდან 2 ოქტომბრიდან დღემდე სახელმწიფოს საბოტაჟი გრძელდება.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის პროცესიდან დაწყებული დღემდე მოყოლებული, საბჭოს წევრები არჩეულიყვნენ 2/3-ით. როდესაც ორ წევრზე 2/3-ით არჩევის წესს პარლამენტი დაეთანხმა, რაც თავიდან არ იყო გათვალისწინებული, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის დარბაზი დატოვა. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ რეალურად 2 ოქტომბრიდან დღემდე გრძელდება სახელმწიფო საბოტაჟი დღევანდელი ოპოზიციის მხრიდან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის, რომ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება მათი პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა.

"4 წევრს თავისუფალ და მიუკერძოებელ პროფესიონალს პარლამენტი, მჯერა, რომ დღედღეზე აირჩევს, დანარჩენ 2 წევრზე კი მოვუწოდებ "ნაციონალურ მოძრაობას" დასერიოზულდნენ და მართლმსაჯულება აქციონ ერთხელ და სამუდამოდ, საკუთარი პოლიტიკის პრიორიტეტად, რათა 6 წევრი შევიდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელსაც უკვე ახალი მოსამართლე წევრები ჰყავს და დრო აღარ ითმენს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.