არჩილ კბილაშვილი:   დაკავებულებსა და გავრცელებულ ვიდეომასალას შორის ურთიერთკავშირი ჯერ დადგენილი არ არის

არჩილ კბილაშვილი: დაკავებულებსა და გავრცელებულ ვიდეომასალას შორის ურთიერთკავშირი ჯერ დადგენილი არ არის

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ტერაქტის მომზადებისთვის დაკავებულ პირებსა და თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეომასალას შორის ურთიერთკავშირი ჯერ დადგენილი არ არის. 

ამის შესახებ კბილაშვილმა ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურაში განუცხადა. მან დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
"რა თქმა უნდა, პროკურატურა საქმეში მონაწილეობს, თუმცა საქმის მწარმოებელი არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე ამ ეტაპზე განცხადების გაკეთებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.