გრიგორი კარასინი:  რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უახლოეს დროში შეამსუბუქოს

გრიგორი კარასინი: რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უახლოეს დროში შეამსუბუქოს

რუსეთი მზად არის, უახლოეს მომავალში შეიმუშაოს შეთანხმება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ , გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

ამასთან რუსი დიპლომატის განცხადებით, სავიზო რეჟიმის სრულ გაუქმებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

"სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე დიალოგი მიმდინარეობს და ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ გავაფართოოთ იმ ადამიანების სია, რომლებიც ვიზებს იღებენ. თუმცა, იმ პირობებში, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობები, სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია",-განაცხადა კარასინმა.

აღსანიშნავია, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე საუბარი ზურაბ აბაშიძე-გრიგორი კარასინის შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.