გია ხუხაშვილი ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირებსა და ვდეომასალას შორის კავშირს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს

გია ხუხაშვილი ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირებსა და ვდეომასალას შორის კავშირს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს

"თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოები შსს-ს მიერ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის დაკავებულ პირებთან შესაძლოა, კავშირში იყოს, თჲმცა ამას უფრო დაბალი ვარაუდის სფეროში მოვაქცევდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, გია ხუხაშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემაში "აქ და ახლა" სტუმრობისას განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ეს დაკავება და გავრცელებული ვიდეოები ერთმანეთთან კავშირში იყოს, გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ "ბოლო პერიოდში ბევრი დამთხვევები ხდება".
"ამ ბოლოს დამთხვევები არის ბევრი. მაგრამ კავშირს ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ნამდვილად ხედავს კავშირს 26 მაისს, ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და "თალიბანის" სახელით გავრცელებულ ვიდეოებს შორის.

"კავშირს ვხედავ, მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის შეკვეთით დამზადდა. უბრალოდ, ვიღაცას თავში მოუვიდა, ეს მიბმოდა ამ თემას",-განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება დღევანდელ დაკავებას, ხუხაშვილის განცხადებით, უნდა დადგინდეს, როგორ შემოვიდნენ საქართველოში ისინი 2011 წელს.

"უნდა დადგინდეს ვინ იყო მათი ხელშემწყობი, ვინ ქირაობდა მათთის ბინას",-განაცხადა ხუხაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი,- ამის შესახებ დღვანდელ საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი.

"მათი დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს", - განაცხადა გიორგობიანმა.