ადვოკატის განმარტებით, გურამ დონაძეს დღეს ბრალი დაუზუსტდა

ადვოკატის განმარტებით, გურამ დონაძეს დღეს ბრალი დაუზუსტდა

FBI-ს დასკვნაში წერია, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე გადაღებული მასალა, რომელიც მოიპოვა რობაქიძის საქმეში ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ მონტაჟი არ არის. ამის შესახებ პროკურატურის დატოვების შემდეგ საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძე ჟურნალსიტებს განუცხადა. 

მისი თქმით, დღეს პროკურატურაში ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუზუსტეს. დონაძის თქმით, FBI-ს შუალედურ დასკვნაში, რომელიც ირაკლი ფირცხალავას მიერ მოპოვებულ ვიდეომასალაზე ჩატარდა, წერია რომ კადრების წყვეტა არის კამერის ზემოქმედების შედეგი, რაც ნიშნავს რომ ოპერატორი იღებდა ერთ რაკურსს, შემდეგ გადაინაცვლებდა და იღებდა მეორე რაკურსს. დონაძის განცხდებით, ეს ნიშნავს რომ კადრები დამონტაჟებული არ არის.

მისივე ინფორმაციით, FBI-ს დასკვნის შუალედური ნაწილი ემთხვევა ბრალდებულების მიერ წარმოებულ საექსპერტო კვლევებს.

"ჩვენ გავაგზავენთ ვიდეომასალა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში, ასევე რუსეთსა და ამერიკაში და თითქმის იდენტურია კვლევები. მინდა მივულოცო საზოგადოებას, რომ მალე სიმართლეს გაიგებს. FBI-ს შუალედურ დასკვნაში არ უწერია, რომ კადრები არის მონტაჟი, მას უწერია, რომ კადრების წყვეტა არის კამერის ზემოქმედების შედეგი, რაც ნიშნავს რომ ოპერატორი იღებდა ერთ რაკურსს, გამორთავდა კამერას, მერე გადაინაცვლებდა და იღებდა სხვა რაკურსს. ასევე კადრები არის დაპაუზებული, დასურათებული, გაწმენდილი და კარგად ჩანს ყველა იქ მყოფის სახე, მათ შორის ჩემიც და იმ ადამაინებისაც, ვინც ამ დრომდე არ არის დაკითხული", - განაცხადა გურამ დონაძემ.

მან მადლობა გადაუხადა გამოძიებას დღემდე ბრალდებულებთან მიმართებაში წარმოებული საქმისთვის.

"დღეს გამოჩნდა ის რომ გამოძიება აგებულია იმ ჩვენებების მიხედვით რომელიც მისცეს პატრულებმა, ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა და ა.შ. ჩვენებების სიმყარე განიხილება სასამართლოზე, რომელიც 28 ივნისს არის ჩანიშნული. მიხარია რომ საქმე წავიდა სასამართლოში და აღარ გადაიდება", - განაცხადა გურამ დონაძემ.

მისი ადვოკატის კახა შონიას განმარტებით, დღეს პროკურატურაში ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულებს, მათ შორის გურამ დონაძეს ბრალი დაუზუსტდათ. კერძოდ, მათ საქმის თხრობით ნაწილში შეიტანეს კორექტირება, რაც ნიშნავს რომ ბრალი არც დამძიმებულა და არც შეცვლილა.

ბრალდებულ გურამ დონაძეს ბრალის დაზუსტების შედეგად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.