კოტე კუბლაშვილი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები არასამთავრობოებს ხვდებიან

კოტე კუბლაშვილი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები არასამთავრობოებს ხვდებიან

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან ერთად, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. 

როგორც ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განუცხადა, ეს არის პირველი შეხვედრა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იგი მიზნად ისახავს მათთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გაცნობას, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია.

"ამ შეხვედრაზე ჩვენი წევრები ისაუბრებენ როგორ ხედავენ სასამართლო სისტემის გაძლიერებასა და განვითარებას. ისაუბრებენ თავიანთ გეგმებზე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობის პრინციპებზე" , – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეფასებით, ამგვარი შეხვედრები ხელს შეუწყობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტ ღიაობას და გახსნილობას, ასევე უშუალო ურთიერთობებს არასამთავრობო სექტორთან.

"არასამთავრობოებს ხშირად აქვთ წინადადებები, რომლებიც სასამართლო სისტემის შემდგომ გაუმჯობესებაში შესაძლოა გამოვიყენოთ. ამგვარი შეხვედრები ხელს შეუწყობს ზოგადად სასამართლოს სისტემის საჯაროობასაც", -აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.