გიორგი მარგველაშვილი:  პრეზიდენტს მინდა ვურჩიო, დანიშნოს არჩევნების თარიღი

გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტს მინდა ვურჩიო, დანიშნოს არჩევნების თარიღი

პრეზიდენტს მინდა ვურჩიო, რომ შეეგუოს იმ ამბავს, რომ მიდის, ბოლოს და ბოლოს, დანიშნოს არჩევნების ვადა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, პრეზიდენტს ძალიან უჭირს იმ ფაქტთან შეგუება, რომ პოსტი უნდა დატოვოს.

"პრეზიდენტს ძალიან უჭირს ის ფაქტი, რომ პოსტიდან მიდის, რაც გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც ვახორციელებთ, ის ვეტოს ადებს ან აწყობს განსაკუთრებულ ღონისძიებებს. შეეჩვიოს, რომ მიდის. აღიაროს, რომ წააგო და დანიშნოს არჩევნების დღე, მერე შეიძლება უფრო გაუადვილდეს მთელი ეს პროცესი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.