არჩილ გეგეშიძე

არჩილ გეგეშიძე "New York Times"-ს მიმართავს

საქართველოს ელჩის აშშ-ში არჩილ გეგეშიძის განცხადებით, "უსაფუძვლო კრიტიკა ქართველ მებრძოლთა რეპუტაციას შეურაცხყოფს".

ამის შესახებ ნათქვამია გეგეშიძის მიმართვაში "New York Times"-ის რედაქტორისადმი. საქმე ეხება 8 ივნისს გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას "დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა 7 ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში".

"ამ სტატიის ზოგიერთი განცხადება ქართველი ჯარისკაცების შესახებ უაღრესად შემაძრწუნებელია, მითუმეტეს, რომ ეს სტატია გამოქვეყნდა ზუსტად იმ დღეს, როცა საქართველოში ქვეყნის ვაჟკაცი შვილების დაღუპვის გამო გლოვა იყო გამოცხადებული. საქართველოს სამხედრო ძალები სამშვიდობო ოპერაციებში 1999 წლიდან მონაწილეობენ. მას შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები განუხრელად გამოთქვამენ დამსახურებულ ქებას მათი მისამართით. უსაფუძვლო კრიტიკა ქართველ მებრძოლთა რეპუტაციას შეურაცხყოფს და ძირს უთხრის თავად სტაბილურობისა და უსაფრთხოების იდეას რეგიონში. მიუხედავად უდიდესი საფასურისა, რომელიც საქართველომ გადაიხადა, ჩვენ დავრჩებით ჩვენი პარტნიორების ერთგულნი, რომლებთანაც ვიზირებთ უსაფრთხო და მშვიდობიანი ავღანეთის ხედვას", - ნათქვამია არჩილ გეგეშიძის წერილში.