არჩილ კბილაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკვე მესამედ ხვდება

არჩილ კბილაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკვე მესამედ ხვდება

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკვე მესამედ ხვდება.

შეხვედრა მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმის" სამხრეთ კავკასიის ოფისის წარმომადგენლის ბაქარ ჯიქიას განცხადებით, ის ყურადღებას გაამახვილებს იმ საქმეებზე, რომელთა გამოძიება პროკურატურაში რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.

"გვაინტერესებს, რა სტადიაზეა გამოძიება. მეორე საკითხი იქნება პატიმარ კორტავას გარდაცვალების ფაქტი, კონკრეტულად რა სტადიაზეა გამოძიება ამ მიმართულებით", - განაცხადა ჯიქიამ.

"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენლის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით კი, მისი მხრიდან ყურადღება გამახვილდება იმ გამოძიებაზე, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ეხება.

"ასევე, ყურადღება გამახვილდება რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, გუშინ პროკურატურას მისი მეგობრის გიორგი ქურდაძის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა", - აღნიშნა ჩოფიკაშვილმა.