სავალუტო ფონდი საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასების პრობლემაზე საუბრობს

სავალუტო ფონდი საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასების პრობლემაზე საუბრობს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში კერძო სადაზღვევო კომპანიების დარჩენის რეკომენდაციას გასცემს.

როგორც ფონდის ანგარიშშია ნათქვამი, ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სისტემის დანერგვამ შეიძლება გააუმჯობესოს ჯანდაცვის მდგომაროება და შეამციროს ამჟამად არსებული მაღალი ფასები. თუმცა, მათივე თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დაზღვევის მომსახურების ელემენტების გადაბარება კერძო დაზღვევის ბაზარს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მისია მიიჩნევს, რომ კერძო სადაზღვევო სისტემა უნდა შენარჩუნდეს, ხოლო მათ მიმართ მოთხოვნები გაძლიერდეს. ამასთან, მათივე დასკვნით, რეფორმა ვერ აგვარებს მედიკამენტების მაღალი ფასის პრობლემას.