ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი სამხედრო გორის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიასვენეს

ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი სამხედრო გორის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიასვენეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები: გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, ზურაბ გურგენაშვილი გორის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიასვენეს. 

გორის ეკლესიის წინამძღვარი პანაშვიდს გადაიხდის. ეკლესიაში შეკრებილები არიან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე ჯარისკაცები და გაერთიანებული შტაბის წევრები.

ეკლესიიდან სამხედროების გამოსვენება 14.00 საათზე მოხდება. გიორგი ადამოვს გორის სასაფლაოზე დაკრძალავენ, ბორის ცუგოშვილს - სოფელ ორთაშენში და ზურაბ გურგენაშვილს - სოფელ კარალეთში.

დღესვე ავღანეთში დაღუპულ კიდევ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონია სოფელ ენისელში, მარტყოფში, რუსთავსა და სოფელ ძეგვში გაიმართება.