მინდელის სახელობის მაღაროში მაღაროელი დაშავდა

მინდელის სახელობის მაღაროში მაღაროელი დაშავდა

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში საწარმოო პროცესის დროს მაღაროელი, 56 წლის ზურაბ ჯაფარიძე დაშავდა.

"ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, დაშავებული თავის ტრავმით ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. როგორც ტყიბულის საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

მიუხედავად ამისა, მაღაროელი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში რეანომობილით გადაიყვანეს.