თინა ხიდაშელი საგარეჯოს გამგებელსა და გამგეობის 7 მაღალჩინოსანს თავდებში უდგება

თინა ხიდაშელი საგარეჯოს გამგებელსა და გამგეობის 7 მაღალჩინოსანს თავდებში უდგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელი საგარეჯოს გამგებელსა და გამგეობის 7 მაღალჩინოსანს თავდებში უდგება.

ამის შესახებ ხიდაშელმა დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის გამგებლისა და 7 მაღალჩინოსნის დაკავების კომენტირებისას განაცხადა.

"მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ამ კონტრაქტზე, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე, რადგან ეს პროექტი დაიწყო ჩემი ინიციატივით და განხორციელებული საქმიანობის შესახებ მე ვიყავი საქმის კურსში. მე ვუდგები თავდებში ამ ადამიანებს ბუნებრივია, რომ მათი გათავისუფლება მოხდეს და გამოძიება უნდა გაგრძელდეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის დასრულდება პოზიტიურად და არაფერი არ დადასტურდება იმ ბრალდებებიდან, რაც დღეს წაყენებული აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არსებობს რაიმე კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, მეც უნდა დამკითხონ, ზუსტად ისევე, როგორც დაიკითხნენ ის ადამიანები", - განაცხადა ხიდაშელმა.