ალექსანდრე კვიტაშვილის გათავისუფლების დადგენილება თსუ-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა

ალექსანდრე კვიტაშვილის გათავისუფლების დადგენილება თსუ-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან ალექსანდრე კვიტაშვილის გათავისუფლების დადგენილება თსუ-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. "საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის პირადი 2013 წლის 12 ივნისის №16696/02 განცხადების საფუძველზე, აკადემიური საბჭო ადგენს, დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადება, პირადი სურვილის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", - აღნიშნულია დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს თსუ-ის აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე სრული პროფესორი ნუგზარ სურგულაძე. 

არსებული ინფორმაციით, კვიტაშვილის გადადგომა "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" ცვლილებებს უკავშირდება, რომლის თანახმად, რექტორის დანიშვნის პრეროგატივა პრეზიდენტიდან პრემიერზე გადადის, ხოლო უმაღლესი სასწავლებლის რექტორს აუცილებელია, ჰქონდეს აკადემიური ხარისხი.