რიჩარდ ნორლანდი:  საქართველოს სასამართლო სისტემა პროგრესის გზით მიდის

რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს სასამართლო სისტემა პროგრესის გზით მიდის

საქართველოს სასამართლო სისტემა წინ მიდის, პროგრესის გზით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესზე განსხვავებული შეფასებებები არსებობდა.

"საქართველოს სასამართლო სისტემა მიდის წინ, პროგრესის გზით – მეტი დამოუკიდებლობისა და კანონის მეტი უზენაესობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესზე იყო განსხვავებული შეფასებებები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლო სისტემა უმჯობესდება და წინ მიდის", - აღნიშნა ნორლანდმა.