"რუსეთის პრეზიდენტის განცხადება არის უბრალოდ ფონი და კარგია, რომ ამ ეტაპზე ეს ფონი აგრესიული არაა"

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის განცხადება არის უბრალოდ ფონი და კარგია, რომ ამ ეტაპზე ეს ფონი აგრესიული არაა".

ასე გამოეხმაურა მარგველაშვილი პუტინის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, საქართველოსთან სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში ითანამშრომლოს.

"უსაფრთხოებასა და ანტიტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა წავიდეთ. ასეთი განცხადებები გარკვეული ფონია და მათში კონკრეტული შინაარსი და ქმედებისკენ კონკრეტული ნაბიჯი არ დევს. ეს არის უბრალოდ ფონი და კარგია, რომ ამ ეტაპზე ეს ფონი აგრსიული არაა. ეს იყო ჩვენი ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტი, რომელიც დავასახელეთ კიდეც და განვახორციელეთ – რუსეთთან ფონი შერბილებულია", - განაცხადა მარგველაშვილმა.