იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად მეორე ტური გახდა საჭირო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად მეორე ტური გახდა საჭირო

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კენჭისყრაში საპარლამენტო უმცირესობა არ მონაწილეობდა, ხმების 2/3 ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. 

მათ ასარჩევად პირველ ტურში საჭირო იყო 2/3 ქვორუმი, ამ რაოდენობის ხმის მიუღებლობის შემთხვევაში, მეორე ტური ტარდება, სადაც ხმათა უმრავლესობით შესაძლებელია 4 წევრის დამტკიცება, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან შერჩეული ორი კანდიდატი 2/3 ქვორუმით უნდა იყოს აუცილებლად დამტკიცებული.

შესაბამისად, ხმათა უმრავლესობით მეორე ტურში 12 კანდიდატი გადავიდა. ესენი არიან: ვახტანგ თორდია, ეკა გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური, გოჩა მამულაშვილი, კახა სოფრომაძე, მამუკა სონღულაშვილი, გია მეფარიშვილი, ევა გოცორიძე, ლევან ხეცურიანი, მადი ჩანტლაძე, როინ მიგრიაული და დავით სულაქველიძე.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად კი ქვორუმი იყო 76 ხმა, რომელიც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. შესაბამისად, მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 4 კანდიდატი გავიდა. ესენი არიან, ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიძე, მერაბ ჩიქოვანი, გიორგი ტურაზაშვილი და გიორგი გიორგაძე.