გიგი წერეთელი:  საქართველოში ნაცრის შემოტანა ის ბიზნესი არ არის, რომელიც მოსახლეობას დაასაქმებს

გიგი წერეთელი: საქართველოში ნაცრის შემოტანა ის ბიზნესი არ არის, რომელიც მოსახლეობას დაასაქმებს

"საქართველოში ნაცრის იმპორტი ის ბიზნესი არ არის, რომელიც მოსახლეობას დაასაქმებს", - ამ განცხადებით დეპუტატმა გიგი წერეთელმა მმართველ გუნდს "შრომის კოდექსის" პროექტის ღიად დარჩენილი მუხლების განხილვისას მიმართა. 

წერეთელმა შრომით კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა და განაცხადა, რომ ხალხს, ვისაც სურვილი აქვს ადამიანები დაასაქმოს სჭირდებოდა სხვა მიდგომები, სხვა პირობები და სტანდარტები, რისი გაკეთებაც მინიმალისტური რეგულირებებით არის შესაძლებელი.

"საუბარია ნაცრის შემოტანის ბიზნესზე, რაზეც პარლამენტში კანონპროექტი შემოდის. როგორც ვიცი, ვიღაცას აქვს ალბათ ასეთი ბიზნესი ევროპაში ან სადმე სხვაგან - განადგურებული ნარჩენები, ან ნაცარი, რომ შემდეგ საქართველოში შემოიტანოს. ეს ის ბიზნესი არ არის, რაც ჩვენს მოსახლეობას დაასაქმებს და რაც უკეთესს პირობებს შექმნის", - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, მთავრობამ პარლამენტს ქვეყნის ტერიტორიაზე მძიმე ნაცრისა და საცეცხლე წიდას იმპორტის დაშვების ინიციატივით მიმართა. ამას "საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლის ავტორი - ენერგეტიკის სამინისტრო, ინიციატორი კი - მთავრობაა.