საქართველოში ტრამპ–თაუერის პროექტის განხორციელება წელს აღარ დაიწყება

საქართველოში ტრამპ–თაუერის პროექტის განხორციელება წელს აღარ დაიწყება

რადიო „კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ტრამპ–თაუერის პროექტის განხორციელება წელს აღარ დაიწყება. როგორც ტრამპის პარტნიორი „სილქროუდ ჯგუფიდან“ გვაცნობეს, ბოლო შეთანხმების მიხედვით პროექტი ძალაშია, თუმცა, მისი განხორციელება შიდა ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მათი თქმით, მოხდება ბაზარზე დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა გარდა თაუერისა, შედგეს მის გარშემო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტიც.

ბათუმური „ტრამპ თაუერის" პროექტი ცნობილ არქიტექტორს ჯონ ფოტიადისს ეკუთვნის. 47-სართულიან შენობაში 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინები განთავსდება, რომლებსაც ხედი შავი ზღვის სანაპიროსკენ ექნება. მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღად 2013 წლის ბოლო სახელდებოდა.