"უშიშროების საბჭოს გუშინდელი სხდომა უფრო პოლიტიკური პოლემიკა იყო, ვიდრე – საქმიანი საუბარი"

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის დავით ზურაბიშვილის შეფასებით, უშიშროების საბჭოს გუშინდელი სხდომა უფრო პოლიტიკური პოლემიკა იყო, ვიდრე – საქმიანი საუბარი.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა "პრაიმთაიმის" პრეს-კლუბში უშიშროების გუშინდელი საბჭოს სხდომის შეფასებისას განაცხადა.

"უშიშროების საბჭოს სხდომაზე უნდა იყოს სერიოზული საუბრები. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებები. მათ ეს სჭირდებოდათ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. უშიშროების საბჭოს სხდომა არ უნდა იყოს პიარის საკითხი. იქ უნდა იყოს შექმნილი სამუშაო ვითარება და არა ის, რომ ეს პროპაგანდისთვის კეთდება. ეს იყო პოლიტიკური პოლემიკა, ვიდრე საქმიანი საუბარი. ჩემი აზრით, პირველი სხდომა უფრო საქმიანი იყო, მეორე კი – ძლიერი პოლიტიკური ანგაჟირებულობის შთაბერჭდილებას ტოვებდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.