უმცირესობა უმრავლესობას იუსტიციის წევრებთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს

უმცირესობა უმრავლესობას იუსტიციის წევრებთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს

საპარლამენტო უმცირესობა მმართველ ძალას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე ექვსი წევრის ასარჩევად კონსულტაცების გამართვას სთავაზობს. 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, დღეს პარლამენტმა საბჭოს 6 წევრი უნდა აირჩიოს, საიდანაც ორი უმცირესობის კვოტაა და თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული იუსტიციის საბჭო ვერ დაკომპლექტდება.

"უმრავლესობას ვთავაზობთ, პარლამენტში წარდგენილი 35 კანდიდატიდან 10 პირზე კონსულტაციები გავმართოთ, საიდანაც 6 კანდიდატის შერჩევა მოხდება, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებას ის 6 კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს, რომელიც უნდა იქნეს არჩეული", - განაცახდა გიორგი ვაშაძემ.