განათლების მინისტრი რექტორების მოვალეობის შემსრულებლებად დღეს მოქმედ რექტორებს წარადგენს

განათლების მინისტრი რექტორების მოვალეობის შემსრულებლებად დღეს მოქმედ რექტორებს წარადგენს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი რექტორების მოვალეობის შემსრულებლებად დღეს მოქმედ რექტორებს წარადგენს.

როგორც დრეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, აურზაური არაფრის გამო ატეხეს.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს ცვლილებები უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების შეცალას ეხება და ისინი, კერძო სამართლის იურიდიული პირის ნაცვლად საჯარო სამართლის იურიდიული პირები ხდებიან, რაც იურიდიულად მაღლი სტატუსია.

ზურაბიშვილის თქმით, სტატუსის შეცვლა გარკვეულწილად რაღაც შეზღუდვებს გულისხმობს, სახელმწიფო შესყიდვებთან, ინტელექტუალურ საკუთრებასთან და სხვა საკითხებთან მიმართებაში, თუმცა განათლების სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ეს საკითხები განიხილოს, ოპოზიციის დიდი ნაწილის მოსაზრებები გაიზიაროს და აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში კანონში მეტი ავტონომია ჩადოს.

მისივე თქმით, უმაღლესი საწავლებელების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს სახელმწიფო ნიშნავს.

"ჩვენ არ ვცვლით კანონს და შესაბამისად, უნივერსიტეტის რექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელს განათლების მინისტრის წარდგინებით, პრემიერი დანიშნავს და ეს ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონის შესაბამისად, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს რა არის სწორი ქმედება უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებაში. ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ შემოდგომისთვის ცვლილებები შევიტანოთ, უნივერსიტეტებს მეტი ავტონომია მივანიჭოთ და თავად ჰქონდეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება", - განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ უმაღლესი სასწავლებლებისთვის სტატუსის შეცვლა ძალიან ეჩქარება სახელოვნებო უნივერსიტეტებს.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, იმის გამო, რომ ამ თემაზე სპეკულირება შეწყდეს, არც ერთი რექტორი შეცვლილი არ იქნება.

"როცა მოხდება საჯარო სამართლის პირად უმაღლესი საწავლებლების გადაკეთება, განათლების მინისტრი რექტორების მოვალეობის შემსრულებლებად დღეს მოქმედ რექტორებს წარადგენს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, რექტორების მოვალეობის შემსრულებელების დანიშვნის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში რექტორის არჩევნები გაიმართება, სადაც უნივერსიტეტის რექტორს უკვე აკადემიური საბჭო აირჩევს.

"რექტორი ვერ გახდება ის პირი, რომელსაც დოქტორის ხარისხი არ აქვს. თუ ბატონი ალექსანდრე კვირტაშვილი მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, იგი შესაბამისად, რექტორის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.