შსს–ს ინიციატივით დიპკორპუსის წარმომადგენლებმა ოკუპაციის მიმდებარე სოფლები დაათვალიერეს

შსს–ს ინიციატივით დიპკორპუსის წარმომადგენლებმა ოკუპაციის მიმდებარე სოფლები დაათვალიერეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველში აკრედიტებული 30-მდე დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს ეწვივნენ.

შსს–ს წარმომადგენლებმა მიწვეულ სტუმრებს ვიზიტის ფარგლებში ოკუპაციის მიმდებარე სოფლებში: დიდ ხურვალეთში, გუგუთიანთკარში და დიცში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ გავლებული მავთულხლართები დაათვალიერებინეს. დიპლომატები შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და გაეცნენ არსებულ ვითარებას.

დიპკორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნეს, რომ მათ ამ ვიზიტით, ზემოთ ხსენებულ სამ სოფელში, მავთუხლართების ინსტალაციის შემდეგ შექმნილ მდგომარეობაზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.