კახა კუკავა - ბიძინა ივანიშვილს ვურჩევდი, საკუთარი პარტიის დაფინანსებითა და ბონუსებით დაინტერესდეს

კახა კუკავა - ბიძინა ივანიშვილს ვურჩევდი, საკუთარი პარტიის დაფინანსებითა და ბონუსებით დაინტერესდეს

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს არადემოკრატიულს უწოდებს.

როგორც კუკავამ განაცხადა, კანონპროექტით ის დემოკრატიის ნიშანწყალიც კი ქრება, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო მიღწეული. მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი.

"ივანიშვილი დაინტერესდა ეკლესიებს საიდან ჰყავთ ჯიპები. მე მას ვურჩევდი, რომ დაინტერესდეს საკუთარი პარტიის დაფინანსებითა და ბონუსებით, მაშინ როდესაც არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, რომლებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ნული ლარით ფინანსდებიან, რაც უსამართლობაა", - აღნიშნა კახა კუკავამ.