ნატო-ს კოალიციური ჯარების მხედართმთავარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიუსამძიმრა

ნატო-ს კოალიციური ჯარების მხედართმთავარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიუსამძიმრა

ნატო-ს კოალიციური ჯარების მხედართმთავარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიუსამძიმრა.

როგორც "პირWელს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ნატო-ს კოალიციური ჯარების მხედართმთავარს, გენერალ ფილიპ ბრიდლავს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

გენერალმა ბიძინა ივანიშვილს სამძიმარი გამოუცხადა და მწუხარება გამოთქვა ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედროების გამო.

"ნატო-ს კოალიციური ჯარების მხედართმთავარმა მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, რათა ქართველი გმირების ხსოვნას ღირსეული პატივი მიეგოს. მისივე თქმით, ყურადღება არ მოაკლდებათ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაეწევათ. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ განუსაზღვრელად დიდია საქართველოს როლი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში", - ნათქვამია განცხადებაში.