უსუფაშვილი: თუ უარს ვიტყვით ნატოზე რუსეთი, უბრალოდ მიითვისებს მთელ დანარჩენ ტერიტორიას

უსუფაშვილი: თუ უარს ვიტყვით ნატოზე რუსეთი, უბრალოდ მიითვისებს მთელ დანარჩენ ტერიტორიას

რუსეთი არაფერს არ დააბრუნებს, თუ საქართველო უარს იტყვის ნატოზე, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა „მეცხრე არხის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დანაკარგები ბევრად მეტი იქნება და რისკი ბევრად გაიზრდება, თუ საქართველო უარს იტყვის ნატოს ოპერაციაში მონაწილეობაზე.

„მე ხშირად მსმენია, რომ რუსეთი დააბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, თუ საქართველო უარს იტყვის ნატოზე. მე ღრმად მწამს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი, უბრალოდ, მიითვისებს მთელ დანარჩენ ტერიტორიას. ის არაფერს არ დააბრუნებს, თუ საქართველო უარს იტყვის ნატოზე. შესაბამისად, რისკი გაცილებით მეტია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ ვიქნებით დემოკრატიული სამყაროს გვერდით, რათა ამით უზრუნველვყოთ მათთან ერთად, ჩვენი უსაფრთხოებაც. შესაბამისად, ნატოსკენ სწრაფვა სწორედ ამას ემსახურება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.