რამაზ საყვარელიძე: საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები ჩიხიდან არც გამოსულა

რამაზ საყვარელიძე: საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები ჩიხიდან არც გამოსულა

მანქანის ჩიხიდან გამოყვანაც კი უფრო ძნელია ვიდრე ჩიხში შესვლა, - ასე აფასებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას. მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები ჩიხიდან არც გამოსულა.

"მანქანის ჩიხიდან გამოყვანაც კი უფრო ძნელია ვიდრე ჩიხში შესვლა. პოლიტიკის გამოყვანაც ჩიხიდან ანალოგიურად უფრო ძნელია. საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები ჩიხიდან არც გამოსულა", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძე და აღნიშნავს, რომ მინერალური თუ ალკოჰოლური სასმელებით "მორწყული გზა ჯერ ჯერობით არ არის ის გზა, რასაც ჩიხიდან გამოსვლა ჰქვია".

"ჩიხიდან გამოსვლაზე ჯერ საუბარი ნაადრევია", - აცხადებს საყვარელიძე.