რიჩარდ ნორლანდი საქართველოსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს

რიჩარდ ნორლანდი საქართველოსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო საქართველოსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. "ძალიან დამამწუხრა დღეს, ავღანეთში შვიდი მამაცი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვამ. ჩემი ქვეყნის სახელით, გულწრფელად ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, აგრეთვე ქართველ ხალხსა და სახელმწიფოს. ამ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ, რადგან ისინი ძლიერები არიან; იბრძვიან თავდაუზოგადავად და უშიშრად, ყველა ქართველისათვის დამახასიათებელი სიმამაცითა და გმირობით; იბრძვიან ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის ჯარის მხარდამხარ, როგორც მათი ტოლ-სწორნი, მეგობრები და ძმები; იბრძვიან ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად.

გენერალი ბრიდლავი, რომელიც ნატოში ამერიკული შეიარაღებული ძალების მეთაურია, დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ესაუბრა, გულწრფელად მიუსამძიმრა და დაუდასტურა საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა.


გახსოვდეთ ყოველთვის, რომ ამ ბრძოლაში საქართველო მარტო არ არის. შეერთებული შტატები იმუშავებს საქართველოსა და ნატოელ მოკავშირეებთან ერთად ახალ საფრთხეებთან გასამკლავებლად", - აღნიშნულია აშშ-ის ელჩის სამძიმრის წერილში.