ჯეიმს აპატურაი ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ჯეიმს აპატურაი ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი დღეს ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. აპატურაიმ სამძიმრის წერილი საკუთარი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ღრმა მწუხარებას ვუცხადებ ქართველ ხალხს იმ დანაკარგისთვის, რომელიც დღეს განიცადეს. საშინელებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ეს ხდება ამასწინანდელი მსხვერპლიდან ცოტა ხანში. სრულ სოლიდარობას გიცხადებთ ნატო-სგან", - წერდა აპატურაი.

არსებული ინფორმაციით, ქართულ ბაზაზე დღეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად ავღანეთში რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულ საკითხზე თავდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგია დანიშნული.