კახეთში კალიების წინააღმდეგ წამლობა გრძელდება

კახეთში კალიების წინააღმდეგ წამლობა გრძელდება

სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონებში საშიში მავნებლის - იტალიური და მაროკოული კალიის წინააღმდეგ ქიმიურ წამლობას აგრძელებს.  ამ ეტაპისთვის  დამუშავებულია 5530 ჰა ფართობი.

ქიმიური წამლობა სპეციალური სამანქანო დანადგარების გამოყენებით ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დედოფლისწყაროსა და  სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, სადაც სააგენტოს 4 ეკიპაჟი მუშაობს.  კახეთის რეგიონში ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 4664, ქვემო ქართლში - 866 ჰა ფართობი, სადაც წამლობა უკვე დასრულდა. მიმდინარე წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაგეგმილია 15000 ჰექტრის დამუშავება.  მათ შორის, უახლოეს დღეებში იგეგმება ავიაწამლობა.

ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის "მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის" ფარგლებში ხორციელდება.

იტალიური და მაროკოული კალია მცენარეთა განსაკუთრებით საშიში მავნებელია, რომელიც ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.