"სამწუხაროა, რომ რუსეთის დიპლომატია კვლავ ძველი წიგნებით და იდეოლოგიით ფუნქციონირებს"

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ რუსეთის დიპლომატია კვლავ ძველი წიგნებით და იდეოლოგიით ფუნქციონირებს. 

ასე გამოეხმაურა მარგველაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის გრიგორი კარასანის განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გაუქმებას ითხოვს.

"სამწუხაროდ, რუსეთის დიპლომატია ჯერ კიდევ იმ ძველი წიგნებით და იდეოლოგიით ფუნქციონირებს, რომელიც ძალის დემონისტრირებაზეა ორიენტირებული. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ძალიან რაციონალურად და ორგანიზებულად შეეცდება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩარევით, აი, ეს ემოციაზე და ძალაზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას სრულიად მშვიდი და რაციონალური მოთხოვნა დაუპირისპირონ", - განაცხადა მარგველაშვილმა.