საპარლამენტო უმცირესობა შს მინისტრისგან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურებას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა შს მინისტრისგან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურებას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა შს მინისტრისგან კანონის აღსრულებას და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურებას ითხოვს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"იყო შენახული აღნიშნული ინფორმაცია მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯერ შანტაჟის მიზნით გამოიყენა სხვისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული ჟურნალისტის, უფლებადამცველის მიმართ შანტაჟს ჰქნდა ადგილი შს მინისტრის პირველი მოადგილის მხრიდან. ეს არის ის პიროვნება, რომელსაც საკმაოდ მაღალი ნდობა ჰქონდა შს მინისტრის და თვითონ პრემიერის. კანონმდებლობა პირდაპირ მოითხოვს, რომ მსგავსი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პირადი ცხოვრების შესახებ ცალკეულ დეტალებს, უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ და ჩვენ შს სამინისტროსგან მოვითხოვთ, გადადგას ის ნაბიჯი, რაც გაწერილია კანონში, გაანადგუროს ეს ინფორმაციები, აცნობოს ამის შესახებ იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს, როგორც ეს კანონში წერია", - განაცხადა კუბლაშვილმა.