თეა წულუკიანი კოტე კუბლაშვილს მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგის შეცვლისკენ მოუწოდებს

თეა წულუკიანი კოტე კუბლაშვილს მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგის შეცვლისკენ მოუწოდებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგის შეცვლისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ წულუკიანმა 9 ივნისს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენციის კომენტირებისას განაცხადა.

"აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ვცდილობთ, მართლმსაჯულების რეფორმას გარედან შევუწყოთ ხელი. ეს დავალება მივიღე მე ბიძინა ივანიშვილისგან. 9 ივნისი უნდა დადგეს და ამას წინ ვერ დაუდგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ამიტომ მშვიდ პირობებში მან უნდა შეადგინოს 9 ივნისის დემოკრატიული დღის წერიგი და არა ის დღის წესრიგი, რომელიც მას დღეს აქვს და ჯიუტად არ ცვლის. მან მოსამართლეებს უნდა მისცეს საშუალება ფარული კენჭისყრით გადაწყვიტონ საკუთარი ბედი. თუკი რაიმე საკითხები არის გადასაწყვეტი მანამდე, მე მას ღიად შევთავაზე საჯარო დებატები, რაზეც ჩემი ინფრომაციით, უარს ამბობს", - განაცხადა წულუკიანმა.