სოზარ სუბარი:  ფარული ჩანაწერების არქივის შენახვა თუნდაც იმისთვის შეიძლება, რომ დამნაშავეების გამოვლენა მოხდეს

სოზარ სუბარი: ფარული ჩანაწერების არქივის შენახვა თუნდაც იმისთვის შეიძლება, რომ დამნაშავეების გამოვლენა მოხდეს

ფარული ჩანაწერების არქივის შენახვა თუნდაც იმისთვის შეიძლება, რომ დამნაშავეების გამოვლენა მოხდეს, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არქივის განადგურების საკითხს მთავრობა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გადაწყვეტს. 

"სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია და ორი მოსაზრებაა, ეს ჩანაწერები განადგურდეს, თუ გარკვეული დროით შეინახოს თუნდაც იმისთვის, რომ დადგინდეს ვინ აწარმოებდა ამ ჩანაწერებს და რამდენად კანონიერი იყო. თუ გვინდა, რომ მომავალში აღარ განხორციელდეს მსგავსი ჩანაწერების გაკეთება, პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ამას აკეთებდა. თუნდაც ამისთვის შეიძლება ჩანაწერების გარკვეული დროით შენახვა მოხდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ საკითხის არა ერთპიროვნულად, არამედ საზოგადოებასთან ერთად გადაწყვეტას ვაპირებთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.