"დასანანია, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს ის ადამიანი, რომელიც დღეს მეთაურობს, მაგრამ ეს დროებითია"

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დასანანია, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს ის ადამიანი, რომელიც დღეს მეთაურობს, მაგრამ ეს დროებითია.

ამის შესახებ წულუკიანმა გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გამართული უშიშროების საბჭოს სხდომის კომენტირებისას განაცხადა.

"უშიშროების საბჭო ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, ძალიან დასანანია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს რგოლს ხელმძღვანელობს ის ადამიანი, რომელიც დღეს მეთაურობს, მაგრამ ეს დროებითია. მთავარი არის ის, რომ ამ დროებითობაში, ნოემბრამდე არავის დაგვავიწყდეს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთაგან არაერთი ბრძანდებოდა შეხვედრაზე, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ორგანო", - განაცხადა წულუკიანმა.